პროექტის სრული აღწერა: საქართველოს უახლესი ისტორია წარმატებებთან ერთად უდიდესი ტკივილითა და სევდითაა სავსე. მოუშუშებელი ჭრილობები მრავლად ამჩნევია თითოეული ჩვენთაგნის გულს. თუმცა იმედი ნათელი მომავლისა და ოპტიმიზმი გვასულდგმულებს. სულმოუთქმელად ველოდებით საქართველოს განთავისუფლებას ოკუპანტებისაგან.
ჩვენი პროექტის მიზანია ოკუპირებული ტერიტორიების აღწერა. აფხაზეთში და სამაჩაბლოში არსებული ისტორიული ძეგლების შესწავლა. თუ შესაძლებელია მათი დღევანდელი მდგომარეობის დადგენა.
მონაწილეთა ასაკი: 12-18 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2009 წლის დეკემბერი- 2010 წლის ივნისი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ტერიტორიულ ადმინისტრაციული დაყოფის შესახებ, გააკეთებენ რაიონების, სოფლებისა და ქალაქების ნუსხას . მოიძიებენ ინფორმაციას ამ რეგიონში არსებული ისტორიულ ძეგლების შესახებ. თითოეულ ძეგლზე გააკეთებენ პრეზენტაციას კლასის წინაშე. გამოიკვლევენ ტოპონიმებს, მოიძიებენ მითებსა და ლეგენდებს. კარგი იქნება თუ შეხვდებიან მოსახლეობას , რომელიც საუკენეების განმავლობაში მედგრად იცავდა მამა-პაპათა ისტორიულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს. აიღებენ ინტერვიუებს. მოძიებულ მასალის ანალიზისა და უკეთ გაგების მიზნით შექმნიან სხვა და სხვა სქემებს, დიაგრამებს. კვლევის მიმდინარეობასა და შედეგებს განათავსებენ ბლოგებზე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: შეიქმნება ბლოგები. მოეწყობა სასკოლო კონფერენცია. მასალები განთავსდება სკოლის საიტზე.
სარგებელი სხვისთვის: თემა , ჩვენი აზრით ძალზედ აქტუალურია და საინტერესოა, ამიტომაც დაინტერესებული საზოდაგოებისათვის ეს ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, ერთად თავმოყრილი იქნება.
სამუშაო ენა: ქართული , რუსული
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული: მოსწავლე ისმენს მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე და წარმოადგენს საკუთარ თვალსაზრისს აუდიტორიის წინაშე. წერილობის გადმოსცემს საკუთარ თვალსაზრისს; აჯამებს განსხვავებულ შეხედულებებს მოცემულ საკითხებზე. კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა სახის ტექსტებს. წერს სასწავლო რეფერატს ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით. ისტორია – მოსწავლე იკვლევს ქართულ კულტურას უძველესი დროიდან დღემდე. გეგმავს და ატარებს ისტორიულ კვლევას. შეისწავლის საზოგადოების განვითარების კულტურულ საფუძვლებს.
სამოქალაქო განათლება: მოსწავლე თანამშრომლობს თანატოლებთან და მოზრდილებთან საერთო ინტერესების განსახორციელებლად. მონაწილეობს საზოგადოების კეთილდღეობის ხელისშემწყობ საქმიანობაში.
გეოგრაფია: მოსწავლე რუკებისა და სხვა გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებით ახასიათებს ადგილს, მოვლენასა და პროცესებს; ადგენს თემატურ რუკებს.
ხელოვნება: მოსწავლე ამოიცნობს და ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშებს. იკვლევს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს და მსჯელობს მათ შესახებ.
პროექტის ფასილიტატორი : ფიქრია ღამბაშიძე
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: fiqriagamba@gmail.comპროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი:www.proeqti-istoria.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий